289
სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი სსიპ-ის შტატგარეშე ვეტერინარი და ერთ-ერთ რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
290
პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
291
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს.
292
სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
12-13 დეკემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა - „ინტელექტუალური საკუთრების აღსრულება საბაჟოსა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის“ იმართება. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ გახსნეს.
293
სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.