ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ხუთშაბათი, 01 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

275

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური სახის დანაშაულის მინიმუმამდე შემცირებაა.


საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული, ხოლო ქვეყნის შიგნით უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთა სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უწყება 2017 წლიდან სპეციალურად შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას, რომელიც დანაშაულის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებს.

სწორედ ამ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგია ის ფაქტი, რომ 2016 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2017 წელს გამოვლენილ დანაშაულთან ერთად, ამოღებული უაქციზო სიგარეტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბოლო პერიოდში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, 2017 წელს,  საქართველოში უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. 

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს და არსებული სტატისტიკური ინფორმაციის არასწორი ანალიზის შედეგია, რადგან: 

•2016 წელს საგამოძიებო სამსახურის მიერ შიდა ბაზარზე გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის (სსკ მუხ. 200) 15 ფაქტი და უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის (სსკ. მუხ. 214) - 3 ფაქტი, სულ 18 ფაქტი. მთლიანობაში, ამოღებულია, დაახლოებით, 61 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

•2017 წელს  გამოვლინდა  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის (სსკ მუხ. 200) 64 ფაქტი, ამოღებულია - დაახლოებით 557 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

შესაბამისად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გამოვლენილია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის (სს კოდექსის მე-200 და 214-ე მუხლები) 3,5-ჯერ მეტი ფაქტი და არა 20-ჯერ მეტი, ხოლო 2017 წელს ამოღებული სიგარეტების ოდენობა 9-ჯერ აღემატება 2016 წელს ამოღებულ რაოდენობას.

ამასთან, 2017 წელს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტებიდან,  დაახლოებით, 300 000 კოლოფი წარმოადგენდა კონტრაბანდული გზით შემოსულ ტრანზიტულ ტვირთს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის არ იყო გათვლილი.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა გათვალისწინებით,  თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) აქციზის განაკვეთები ეტაპობრივად გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14%-ით არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმართულებით. კერძოდ, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებული თანხები გაზრდილია 23%-ით. აქციზის განაკვეთების ზრდის შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 123,7 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top