პარასკევი, 05 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
სამშაბათი, 02 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
ოთხშაბათი, 24 თებერვალი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021
დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა, დაბა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პარასკევი, 19 თებერვალი, 2021
მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე.