90
პარასკევი, 10 მაისი, 2019
თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს, არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.
91
პარასკევი, 10 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
92
სამშაბათი, 07 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, დაკავებული იქნა 2 პირი.
93
პარასკევი, 03 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც დაკავებული იქნა 8 პირი.
94
ოთხშაბათი, 01 მაისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი.