ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

300

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

301

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა  ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე  პასუხისგებაში  12 პირი მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცა

302

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილების მიზნით აქტიურად მუშაობს. 2017 წლის ოქტომბერში და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფაქტზე  ორი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი ამხილა

303

ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი ამხილა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბრიუსელში გამართულ სემინარს დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბრიუსელში გამართულ სემინარს დაესწრო

304

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017

13-14 ნოემბერს, ქალაქ ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეგიონალური სემინარი - „ევროკავშირის აქტივების დაბრუნების ოფისების (AROs) საუკეთესო პრაქტიკა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიების და დაბრუნების მიმართულებით“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი ელგანდაშვილი ესწრებოდნენ.

152154
«ივნისი 2023»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

Back To Top