ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ფაქტზე ერთი პირი დააკავა

300

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით,  სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე  საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა.  შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top