613
პარასკევი, 05 ივნისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი და ტექნოლოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
614
ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლ. ბ. და ერთ-ერთი ქალაქის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, ა. ვ.
615
სამშაბათი, 02 ივნისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
616
სამშაბათი, 19 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ფაქტობრივი მფლობელი ლ. რ. დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულში თანამონაწილე 4 პირი - ნ. ე, თ. ს, ი. ს. და გ. ფ.
617
ორშაბათი, 18 მაისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა იმპორტიორთა ჯგუფი, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ა. ყ, ტ. შ. და ბ. ჭ.