ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

მცენარეთა შესაწამლი შხამ-ქიმიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2015
მცენარეთა შესაწამლი შხამ-ქიმიკატების ფალსიფიცირების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

597

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შხამ-ქიმიკატების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების და აღნიშნული ფუნგიციდების ფალსიფიკაციის ფაქტზე მოქალაქეები, ნ. ო, რ. ტ, ა. ხ. და გ. უ. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონოდ აწარმოებდენენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით მარკირებულ საქონელს, უცვლიდნენ ვადებს შეფუთვაზე, ახდენდნენ მის ფალსიფიკაციას და უვარგის პროდუქციას ყიდდნენ საცალო ბაზარზე. აღნიშნული ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატების გამოყენება სხვადასხვა მცენარეთა შეწამვლის დროს არ იძლეოდა არანაირ შედეგს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top