725
ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2014
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი 508 310 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა ერთ-ერთი თვითმმართველი ქალაქის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილი უფროსი პ. ა. ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი ჰ. ე. და ტექნიკური დირექტორი გ. ო.
726
ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2014
უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის რეგიონში 27 – 30 აგვისტოს გაიმართება. უკრაინის დელეგაციას ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მასპინძლობენ.
727
სამშაბათი, 26 აგვისტო, 2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს ერთ-ერთი რეგიონის სამსახურის თანაშრომელი ხ. მ. და სატყეო უბნის ტყის მცველი კ. პ.
728
პარასკევი, 22 აგვისტო, 2014
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, დიდი ოდენობის საიუველირო ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, მოქალაქე ე. ქ. დააკავეს.
729
ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2014
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ერთ-ერთი ინდმეწარმე დააკავეს.