ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საბაჟო კონტროლისგან ფარულად საიუველირო ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარასკევი, 22 აგვისტო, 2014
საბაჟო კონტროლისგან ფარულად საიუველირო ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

728

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან ფარულად, დიდი ოდენობის საიუველირო ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, მოქალაქე ე. ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს, ე. ქ-მ, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გადმოკვეთისას, არ შეასრულა მასზე კანონით დადგენილი მოვალეობა და საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. დანაშაულში ბრალდებული განუბაჟებელ ნივთებთან ერთად საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტთან, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე.






























































































































 
































































































































 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top