ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.
სამშაბათი, 22 აგვისტო, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის ივლისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 19 პირი, მათგან დაკავებულია 5 პირი.
ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023
საგამოძიებო სამსახურმა გამომძიებლებსა და ანალიტიკური პერსონალისთვის ორგანიზებული 2-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კომპანია Chainalysis-ის ექსპერტებს (მაჰმუდ ელ სადი ესსას და შაილენდრა სადს) უმასპინძლა. კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს მომსახურებას და ასევე, აწვდის უშუალოდ მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
პარასკევი, 04 აგვისტო, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.