ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების 2 ფაქტი  გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების 2 ფაქტი გამოავლინა

288

პარასკევი, 22 დეკემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს არარეგისტრირებული ორი საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

289

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი სსიპ-ის შტატგარეშე ვეტერინარი და ერთ-ერთ რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

290

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების სამი  ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა

291

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს.

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე  განიხილეს

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

292

სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017

12-13 დეკემბერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა - „ინტელექტუალური საკუთრების აღსრულება საბაჟოსა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის“ იმართება. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ გახსნეს.

149151
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top