სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული.
ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებებით.
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 14 პირის მიმართ დაიწყო.
პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.
სამშაბათი, 10 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 11.