ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოსა“ (CEPOL) ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგ კურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინ გამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance). ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი იღებს მონაწილეობას.
პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 24 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 პირი, მათგან დაკავებულია 9 პირი.
ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგან სამი დააკავეს.
პარასკევი, 27 ოქტომბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2023 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.
ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურში გაიმართა შეხვედრა კომპანია Mastercard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან სებასტიენ ვეილანტთან და დავით ზღუდაძესთან. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და მიმოიხილეს ვირტუალური აქტივის გამოყენებით, ფულის გათეთრების გამოვლენასთან დაკავშირებული გამოწვევები, მის გადასაჭრელად საჭირო თანამედროვე მიდგომები და ტექნიკური შესაძლებლობები.