115
შაბათი, 16 მარტი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
116
პარასკევი, 15 მარტი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებლივ პასუხისგებაში მისცეს.
117
ხუთშაბათი, 14 მარტი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
118
სამშაბათი, 12 მარტი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
119
ორშაბათი, 11 მარტი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.