ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 16 მარტი, 2019
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა   შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

115

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების  რეალიზაციას ახდენდნენ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან  3 წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top