სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) ხელშეწყობით, საგამოძიებო სამსახურის და ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელის (BAMIN) სამდივნოს წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა დაყადაღებული აქტივების მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ კუთხით დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შორის.