ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 29 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.