ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა

ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023
საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 29 პირი,  მათგან დაკავებულია 10 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 86 285 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top