ოთხშაბათი, 18 მაისი, 2022
შედგა ონლაინ-შეხვედრა იტალიის ფინანსური გვარდიის მეკავშირე ოფიცერთან (ეკონომიკური და ფინანსური პოლიციის ატაშე), ბრიგადის გენერალ - მაურიციო მუსკარასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე“ 2019 წლის 9 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.