166
პარასკევი, 19 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე.
167
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.
168
ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
169
შაბათი, 13 ოქტომბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი სტაჟირების პროგრამის და ზოგადად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებსა და მაგისტრანტებს შეხვდა.
170
პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და მაგისტრატურის სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის და დაგეგმილი სტაჟირების პროგრამის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.
171
პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.