კარიერა

კარიერა

საჯარო ინფორმაცია/კარიერა

სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უცვლელ პრიორიტეტს, უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმება წამოადგენს. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობის, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით, საგამოძიებო სამსახური 2010 წლიდან ახორციელებს სტაჟირების პროგრამას.

2010-2024 წლების განმავლობაში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 444 კანდიდატმა. პროგრამის გავლის შედეგად, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდა 271 სტაჟიორი.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სამსახურს არაერთი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრი შეემატა. დღეის მდგომარეობით კი რამდენიმე მათგანი საგამოძიებო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებს.

ხშირად დასმული კითხვები:

რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა?

სტაჟირების 6 თვიანი პროგრამის ფარგლებში, კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მიიღონ თეორიული ცოდნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული კურსი გაიარონ საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში.

შესაძლებელია თუ არა სტაჟიორი დასაქმდეს საგამოძიებო სამსახურში?

სტაჟირების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორები დაიკავებენ სამსახურში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებს.

როგორ შევიტყო სტაჟირების პროგრამის დაწყების შესახებ?

კონკურსის დაწყებამდე სტაჟირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება როგორც უწყების სოციალურ და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე სხვადასხვა მედია-საშუალებებში.

http://is.ge/
https://www.facebook.com/sagamodziebo/

ვის შეუძლია სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე - უმაღლესი განათლების მქონე, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიიღება უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.

რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

  • მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში – ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან დამამათავრებელ კურსზე ყოფნის შესახებ);
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი.

რა ეტაპებს მოიცავს კონკურსი?

  • განაცხადის მიღება;
  • პროფესიული ტესტირება;
  • უნარ-ჩვევების ტესტი;
  • ემოციური ინტელექტის ტესტი (ინსპექტორ-გამომძიებლის/სტაჟიორის ვაკანტურ პოზიციაზე);
  • გასაუბრება.
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

Back To Top