ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების,  საერთო ჯამში,  75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული  უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top