378
ორშაბათი, 19 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
379
პარასკევი, 16 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.
380
ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით იგა ზაალიშვილი დაინიშნა.
381
ორშაბათი, 12 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანტიკორუფციულ სამსახურთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
382
პარასკევი, 09 ივნისი, 2017
საქართველოს პირველმა ვიცე - პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგა სათავეში..