610
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად, ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე და ერთ-ერთი სამშობიარო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დააკავა. დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დანაშაულში მონაწილე 6 პირი.
611
პარასკევი, 12 ივნისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ფაქტობრივი მმართველი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
612
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე შპს-ის მოქმედი და ყოფილი დირექტორები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
613
პარასკევი, 05 ივნისი, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი და ტექნოლოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
614
ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2015
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლ. ბ. და ერთ-ერთი ქალაქის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, ა. ვ.