ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრა საგამოძიებო სამსახურში

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019
დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრა  საგამოძიებო სამსახურში

86

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სამუშაო ვიზიტით, გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის  უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას  გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის შემოსავლების და საბაჟო დეპარტამენტის ფისკალური დანაშაულების რეგიონალური ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან ჯოისი ხელმძღვანელობდა,  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო დაზვერვის და ოპერაციების დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორი გრემ ჰენკოკი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი  ამანდა ჰიკმანი, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფი სტიუარტი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ სტუმრებს  უწყების საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე ესაუბრნენ. სტუმრები დაინტერესდნენ  კონტრაბანდის, ყალბი ფულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენა- აღკვეთის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიების კონკრეტული მიმართულებით. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  საგამოძიებო უწყების  ეფექტიანი და წარმატებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკულ მიმართულებებზე და   გამოძიების პროცესში  სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა   საფინანსო - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კოლეგა უწყებებს შორის არსებულ შედეგიან თანამშრომლობას. ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის გაღრმავების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთხელშეწყობის მიზნით, ბრიტანელ  და ქართველ კოლეგებს შორის კვლავ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top