ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინა

ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინა

69

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

 

ორ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას, ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული ცდილობდა მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა  ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  62 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top