ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 24 დეკემბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ოზურგეთის რაიონში, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მონტაჟი, სადაც სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის ხის მასალის დახერხვა-დამუშავება. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა უკანონოდ დამონტაჟებული სახერხი დანადგარი, აგრეთვე 0,6 კუბური მეტრი გადამუშავებული ფიცარი და 54 ერთეული დასახერხად გამზადებული მორი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top