ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 23 ივლისი, 2018
თაღლითობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  ერთი პირი დააკავა

206

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, ააიპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი  დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“  და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა-პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა აღნიშნული სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ,  მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top