ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდ ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდ ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

327

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ფოთში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომელიც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - სიგარეტის  აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციას ახორციელებდა. 

გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის  ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე  ახდენდნენ.  აღნიშნული  ქმედებით, ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ  როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს - მიუღებელი გადასახადების სახით, ასევე ბიზნესსექტორს, კერძოდ, აღნიშნული ბიზნესით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ამოღებულია უცხოური წარმოების  160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული რაოდენობის სიგარეტის ოფიციალურ სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი  270 000 ლარზე მეტი თანხით შეივსებოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top