48
სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ორი დააკავეს.
49
ხუთშაბათი, 22 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
50
ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019
გაცნობებთ რომ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 1 პირის - ლაურა ღაჭავას მიმართ.
51
სამშაბათი, 20 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ორ პირს ბრალი წარედგინა.
52
ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.