ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2024
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას და საგამოძიებო ორგანოს დისკრედიტაციას.
სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია 2 პირი.
ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30 სტაჟიორმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ.
სამშაბათი, 06 აგვისტო, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.