ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს

სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია 2 პირი.

საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა

საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა

ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30 სტაჟიორმა  ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 06 აგვისტო, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ იქნა სამი პირი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ იქნა სამი პირი

პარასკევი, 19 ივლისი, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი

პარასკევი, 12 ივლისი, 2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

24
«აგვისტო 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

Back To Top