ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით

ოთხშაბათი, 28 აპრილი, 2021
ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ფიქტიურად დაარეგისტრირეს ახალი საწარმოები ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე. აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top