საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინა.
ერთ-ერთი შპს - ის დირექტორმა, ს. შ-მ და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დ. ხ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს „ADIDAS”-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისგან დამალვის მიზნით, მარკა „ADIDAS” - ი დაფარეს მათი კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ, დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე, როგორც „ADIDAS”- ის სამარკო ნიშნის სპორტულ ფეხსაცმელს ასაღებდნენ.
საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ს. შ. და დ. ხ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.