ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სხვისი სასაქონლო ნიშნით მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი

პარასკევი, 09 ოქტომბერი, 2020
სხვისი სასაქონლო ნიშნით მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. კერძოდ, პროდუქციის დაფასოება/რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top