საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორები დააკავა.
გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად შეადგენს 1 000 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.