ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017
თამბაქოს ნაწარმის  აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

424

საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის  აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებრებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.’’ საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულა ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top