ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დევნილთა სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 10 ივლისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა დევნილთა სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

598

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და ყოფილი საჯარო მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით  დაადგენილია, აღნიშნული შპს 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, შპს-ის დირექტორს, გ. მ-ს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა ერთ-ერთი საჯარო მოხელე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top