ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საბაჟოს ოფიცერი ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2014
საბაჟოს ოფიცერი ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს

714

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცერი, გ. მ. დააკავა. 

დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საფოსტო გზავნილში მოთავსებული ბავშვის სხვადასხვა სათამაშოში მოაწყო სპეციალური სამალავი, რის შემდეგაც საბაჟო კონტროლისგან მალულად, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები. გ. მ. საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საზღვარზე, ოქროს გადმოტანის ფაქტზე აიყვანა. 

ფაქტზე გამოძიება გრძელდება 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top