ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ტრენინგში - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“.

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ტრენინგში - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წლის 20 - 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობდა სიმულაციური ტრენინგი სახელწოდებით - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“.  სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობითა და მონაწილეობით.

ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ ისაუბრა ტრენინგის ჩატარების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ტრენინგი მიზნად ისახავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას. ლევან ძნელაძის თქმით, აღნიშნულ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დროს გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიმართულებით მნიშვნელოვანია უწყებათაშორის კორდინაცია და საჭირო ინფორმაციის გაცვლა, ასევე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიება/დაყადაღების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ეუთოს ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება, ხედვები და შენიშვნები ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ირგვლივ, მათ შორის დანაშაულზე პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარების  მიმართულებით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top