ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

„BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

შაბათი, 12 სექტემბერი, 2015
„BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

572

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ,,ელიავას ბაზრობაზე“ ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს  ასაღებდა, როგორც „BOSCH“- ის ორიგინალ პროდუქციას. გამოძიების მიერ ამოღებულია „BOSCH“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top