ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დაკავება "HP" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე

ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2014
დაკავება "HP" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე

746

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ,,HP“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ფაქტობრივი მფლობელი, გ.ს. დააკავა, ხოლო მისი დამხმარე ვ.ს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 
 
გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ს-მ. და ვ.ს-მ. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კუსტარულად დაამზადეს 324 ცალი ჭავლური კარტრიჯი და მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, დამზადებული კარტრიჯები შეფუთეს „HP“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ ყუთებში, ხოლო ზემოხსენებულ ყუთებზე კი სასაქონლო ნიშანთან ერთად დაატანეს „HP“-ს ჰოლოგრამა. 
 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top