ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 18 ივლისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა  დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტი გამოავლინა

359

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე  ერთი პირი დააკავეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ქ. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით,  9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც  თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიდინარე წელს ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულზე  აღძრულია 26 სს საქმე. გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 3 ცალი 200 ლარიანი, 3 ცალი 50 ლარიანი, 18 ცალი 100 ლარიანი, 3 ცალი 20 ლარიანი, 1 975 ცალი 100 დოლარიანი, 10 ცალი 200 ევროიანი და 2 270 ცალი 1 ლარიანი კუპიურები. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
Back To Top