ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი

ოთხშაბათი, 23 ივნისი, 2021
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ერთ-ერთი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატიურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. 

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top