ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017
საგამოძიებო სამსახურის უფროსი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

357

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს,  ანა ჰინოიოსას შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საგამოძიებო სამსახურსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის, სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გაუმჯობესება - დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ანა ჰინოიოსა  18 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის  და გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის  ორგანიზებულ რეგიონულ შეხვედრას ესწრებოდა.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top