ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა  ერთი პირი დააკავა

112

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს  3 500 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top