ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ორშაბათი, 19 ივნისი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის, რომლებმაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საგადასახადო და საბაჟო  დანაშაულების პრევენცია. მხარეებმა ისაუბრეს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გააქტიურებას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top