ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 11 მაისი, 2022
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა, სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26 644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top