საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ინდ. მეწარმე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები არარსებული პროდუქციის მიწოდების და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.